ტანსაცმლის სემიოტიკა (არსებ. სახ.)
ტანსაცმლის, როგორც მრავალმნიშვნელოვანი ნიშნების სისტემის, წაკითხვა.
გვჯერა, რომ ის, რისი თქმაც შეუძლებელია, ზოგჯერ შეიძლება ჩაიცვა.
ლუდვიგ ვიტგენშტაინის „ლოგიკურ-ფილოსოფიურ ტრაქტატზე“ დაყრდნობით, ჩვენ ტანსაცმელს განვიხილავთ როგორც რეპრეზენტაციის სისტემას.
ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ყალიბდება გემოვნება ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და როგორ ფუნქციონირებს მოდის სოციუმი. ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტებს ამ მნიშვნელობათა სისტემებზე დაკვირვებისთვის, მათი ინტერპრეტაციისა და მათში მონაწილეობისთვის.
მაგია ძვირია, მაგრამ მას ფულით ვერ იყიდი.
-------